საქართველოში შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას პლატფორმა X-ზე რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონიც ეხმაურება.
"სასწრაფოდ საჭიროა "MEGOBARI"! - აცხადებს კონგრესმენი.
მისი შეფასებით, "ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი კიდევ უფრო მეტად ზღუდავს თავისუფალ ქართველებს, რომლებიც ცდილობენ, თავიანთ ქვეყანაში კომუნისტური ჩინეთის სრული კონტროლის დამყარება შეაჩერონ".
ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 27 აგვისტოს, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. NGO-ებისთვის ყადაღის დადება პროკურატურამ „საბოტაჟის“ შესახებ გამოძიების ფარგლებში მოითხოვა. ამ დროისთვის დაყადაღებულია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“-ს , „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებ“-ის , „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“-ს, „დემოკრატიის მცველები“-ს , „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“-ს , „საფარი“-ს და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“-ს საბანკო ანგარიშები.




























