მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასტუმრო "ბილთმორ თბილისში" საქართველოს აი-პი-ეი ჯეიპამ (GeIPA) ოფიციალური გახსნა დააანონსა

5cf29d92abc8b
BM.GE
01.06.19 19:43
1484
ჯეიპა საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს ოთხ საერთაშორისო ორგანიზაციას: მსოფლიოს თავისუფალი და სპეციალური ეკონომიკური ზონების ფედერაცია (FEMOZA); ბიზნეს-ანგელოზთა მსოფლიო საინვესტიციო ფორუმი (WBAF); "ერთი სარტყელი, ერთი გზა" (BRI) და "BP & partners".

GeIPA-ს მიზაინია, პოტენციური უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოში არსებული საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, შეთავაზება და მათზე მორგებული ექსკლუზიური საერთაშორისო პლათფორმებზე წვდომის უზრუნველყოფა.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ქ. თბილისის მერიის ოფიციალური პირები; ასევე, მსოფლიოს თავისუფალი და სპეციალური ეკონომიკური ზონების ფედერაციის (FEMOZA) პრეზიდენტი, პროფესორი ხუან ტორენტსი, ბიზნეს- ანგელოზთა მსოფლიო საინვესტიციო ფორუმის (WBAF) დირექტორი ბაიბარს ალტუნტასი და საქართველოს მთავრობისა და ბიზნესორგანიზაციების სხვა წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე მსოფლიოს თავისუფალი და სპეციალური ეკონომიკური ზონების ფედერაცია საქართველოში არსებულ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებთან მემორანდუმს გააფორმებს. მემორანდუმი გულისხმობს FEMOZA-ს მიერ აღნიშნული ზონების ინფორმაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას.

დეტალური ინფორმაცია მოცემულია სააგენტოს ვებ–გვერდზე: https://www.geipa.ge/geipa/#

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები