სასტუმრო ბიზნესის განვითარების მიზნით სახელმწიფომ 14 უძრავი ქონება გაყიდა, რომლის ღირებულებამაც ჯამში 51 313 001 ლარი შადგინა, აღნიშნული ქონებები ელექტრონულ აუქციონზე 2016 წლიდან გაიყიდა და სასტუმროების ასაშენებლად მოზიდული ინვესტიციის მოცულობამ, ჯამში 98 500 000 ლარი შადგინა.
გაყიდული ობიექტების ნუსხაშია:
თბილისში, აღმაშენებლის ქ.#44-ში მდებარე 3835 კვ.მ უძრავი ქონება.
თბილისში, ჭონქაძის ქ.#21-ში მდებარე 3 841 კვ.მ უძრავი ქონება.
თბილისში, ამბროლაურის ქ# 3 668კვ.მ უძრავი ქონება.
თბილისში, კრწანისში მდებარე 17 313 კვ.მ უძრავი ქონება.
თბილისში, უზნაძის ქ#14-ში მდებარე 2 796 კვ.მ უძრავი ქონება.
ყვარელში, თავისუფლების ქ#4 -ში 1027 კვ.მ უძრავი ქონება.
კურორტი ლიბანის, 36 511 კვ.მ უძრავი ქონება.
ბაკურიანში, დიდველის მიმდებარედ 12 468 კვ.მ უძრავი ქონება.
სურამში, 26 მაისის ქ.# 49-ში მდებარე 1259 კვ.მ უძრავი ქონება.
წყალტუბოში, 26 მაისის ქ # 1-ში მდებარე 21 770 კვ.მ უძრავი ქონება.
ციხისძირში, 90 135 კვ.მ უძრავი ქონება.
ამბროლაურში, რაჭის ქუჩაზე მდებარე 2005 კვ.მ უძრავი ქონება.
ონში, უწერაში 1691 კვ.მ უძრავი ქონება.
დაბა სურამში, ჩუმათელეთში მდებარე, ყოფილი სანატორიუმი „ფოლადის“ ტერიტორია, რომელიც 30 511 კვ.მ-ზეა განთავსებული.
აუქციონები სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, პროექტის - ,,50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში განახორციელა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.
როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ინვეტორებისათვის შეთავაზებული ქონების კატალოგი მუდმივად განახლებადია და მასში იმ ობიექტების შეტანა დაუყოვნებლივ ხდება, რომლებიც ტურისტულად აქტიურ ზონებში მდებარეობს, ამა თუ იმ ინვესტორის მხრიდან მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში სააგენტოს ქონება აუქციონზე გააქვს.