მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასტუმრო "ბუდაპეშტის" ინვესტორი: ჯერჯერობით, მერიისგან პასუხი არაფერზე გვაქვს

5cd044531399d
ელენე გოგბერაშვილი
06.05.19 18:20
1012
თბილისის მერმა კახა კალაძემ, ჯერ კიდევ იანვარში სპეციალურ ბრიფინგზე თბილისელებს სასიამოვნო სიახლე ახარა და განაცხადა, რომ „გაიმარჯვა ვაკის პარკმა“ და ინვესტორთან მიღწეული შეთანხმების შედეგად იქ სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდებოდა.

თავდაპირველად მერია ინვესტორს ადგილმონაცვლეობას და პროექტის კორექტირებას სთავაზობდა, რომ სასტუმროს ნაცვლად იქ აშენებულიყო რესტორანი, რაზეც ინვეტორი კომპანიისგან უარი მიიღეს.

რა შეთანხმებით დასრულდა საბოლოოდ ეს მოლაპარაკება, კახა კალაძეს ბრიფინგზე არ უთქვამს.

მერმა თქვა მხოლოდ ის, რომ ინვესტორი შემხვედრ ნაბიჯზე წამოვიდა და მიღებული გადაწყვეტილებით ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდებოდა.

თბილისის მერის ამ განცხადებიდან რამდენიმე თვე გავიდა და „ტიფლის დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი გიორგი ზაქაიძე bm.ge-ისთან საუბარში ამბობს, რომ მერიასთან შეთანხმება მიღწეული არ არის და მათ, ჯერჯერობით, ალტერნატიულ ფართზე პასუხი არ აქვთ. ზაქაიძემ ისიც თქვა, რომ ასევე, მათ პასუხი არ აქვთ საერთოდ რა პროექტს გააკეთებენ.

„ვადა გადის და, ჯერჯერობით, პასუხი არაფერზე არ გვაქვს“, - აცხადებს ინვესტორი.

bm.ge-ის თბილისის მერიაში განუმარტეს, რომ ინვესტორთან მოლაპარაკებები დასრულებული არ არის.

მერიამ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მესაკუთრეს რამდენიმე შეთავაზება გააცნო, რაც მხარემ დაიწუნა. ეს პროცესი გაგრძლდება მანამ, ვიდრე ორივე მხარე საბოლოოდ არ შეთანხმდება“, - განაცხადეს თბილისის მერიაში.

რა ალტერნატიულ ფართს სთავაზობს მერია ინვესტორს და რატომ განაცხადა მან უარი მერიის შეთავაზებაზე, ამის შესახებ მერიაში არაფერს ამბობენ, რადგან აცხადებენ, რომ ეს შიდა მოლაპარაკებების საგანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები