მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასტუმრო "Hyatt Regency"-ს გახსნამ 2021 წლამდე გადაიწია

5b5f0dceac9a9
ელენე გოგბერაშვილი
30.07.18 19:00
1074
რუსთაველის გამზირზე, იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში  სასტუმრო Hyatt Regency-ის  პროექტს LOYAL CAPITAL GROUP და საპარტნიორო ფონდი ერთობლივად ახორციელებენ. პროექტის მიხედვით, სასტუმრო Hyatt Regency 170 ნომრიანი იქნება და მისი საინვესტიციო ღირებულება 72 მილიონი დოლარია. 

სასტუმროს გახსნა 2019 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა როგორც LOYAL CAPITAL GROUP-ის წარმომადგენელმა, მინდია გადაევმა BM.GE-ს განუცხადა, სასტუმროს ექსპლუატაციაში გაშვება 2021 წლამდე გადავადდა. მიზეზებზე ამ ეტაპზე გადაევი არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ პროექტის შესახებ მეტ დეტალს საზოგადოებას სექტემბერში გააცნობენ.

Hyatt Regency-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 150-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები