მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო “კოსტე” პროექტის “იმუშავე საქართველოდან” ფარგლებში დღეს პირველ სტუმარს მიიღებს

5f73749806d07
ანუკა ჯოხაძე
30.09.20 00:00
2518
თბილისში მდებარე სასტუმრო “კოსტე” პროექტის “იმუშავე საქართველოდან” ფარგლებში დღეს პირველ სტუმარს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის სასტუმროს დამფუძნებელმა თამარ ბაღდავაძემ მიაწოდა. როგორც ბაღდავაძე ამბობს, სტუმარი ლარსის გავლით ხვალ ჩამოვა რუსეთიდან, საიდანაც ტრანსპორტირებას სასტუმრო უზრუნველყოფს. სტუმარი “კოსტეში” 8-დღიან კარანტინს საკუთარი სახსრებით გაივლის.

“სამწუხაროდ, არ გამოვიდა არც საზღვრების გახსნა და არც დადგენილი თარიღები შესრულდა, რასაც ველოდებოდით. ტურისტული ორგანიზაციები ცდილობდნენ გაეყიდათ პაკეტები, მაგრამ სამწუხაროდ, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით არაფერი გამოვიდა. ამიტომ აზრი არ ჰქონდა რომ სასტუმროს ემუშავა. გავაწყვიტეთ რომ ოქტომბრის დასაწყისამდე დახურულები ვყოფილიყავით, ამჟამად კი ჩავერთეთ პროგრამაში “იმუშავე საქართველოდან”, გვაქვს რამდენიმე ჯავშანი, ვერ ვიტყვი რომ ბევრია, მაგრამ ინტერესი არის. ჩვენთან ისინი გაჩერდებიან 8 დღე კარანტინში, ჩვენ დავახვედრებთ ექიმს, საკვებს და ა.შ. მოვემსახურებით თითქმის ისე როგორც საკარანტინე რეჟიმში, მაგრამ ადამიანები თავად გადაიხდიან ცხოვრების საფასურს", – ამბობს სასტუმრო “კოსტეს” დამფუძნებელი თამარ ბაღდავაძე.

ცნობისთვის, 19 სექტემბრის მონაცემებით, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ BM.GE-ის მიაწოდა, სამთავრობო პროგრამაში - "იმუშავე საქართველოდან" მონაწილეობისთვის შესაბამისი აპლიკაცია 600-მდე უცხოელმა შეავსო. 600-მდე უცხოელიდან საქართველოში სამუშაოდ 10-მდე მოქალაქე ჩამოვიდა, თუმცა არაა დაკონკრეტებული 1 უცხოელი ეწვია საქართველოს თუ - 9.

ადმინისტრაციის ცნობითვე, პროექტის ფარგლებში რეგისტრირებული აპლიკანტები 45 სხვადასხვა ქვეყნიდან არიან.

TOP-5 რაოდენობრივი განაწილება მოქალაქეობის მიხედვით შემდეგია:

რუსეთი - 26%
აშშ - 21%
დიდი ბრიტანეთი - 7%
კანადა - 5%
უკრაინა - 4%

რომელი ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლებათ საქართველოში სამუშაოდ ჩამოსვლა - სრული სია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები