სასტუმრო "პარაგრაფთან" "რუსული კანონის" წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მიზანია ხმა მიაწვდინონ ADB-ის ყოველწლიური შეკრების მონაწილეებს, რომლებიც სასტუმრო "პარაგრაფში" იმყოფებიან.
"სასტუმროში 21:00 საათზე დასრულდება ღონისძიება, ველოდებით, რომ სტუმრები შენობიდან გამოვლენ და ჩვენ შევძლებთ მათთან გასაუბრებას. შემდეგ კი გადავინაცვლებთ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე", - აცხადებენ პროტესტის მონაწილეები.