მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო "ბორჯომი-ლიკანის" აუქციონი ხელმეორედ ჩაიშალა - ობიექტი $30 მილიონად იყიდებოდა

5f523777ad347
შოთა ტყეშელაშვილი
04.09.20 16:36
1177
"საპარტნიორო ფონდის" მიერ გამოცხადებული აუქციონი სასტუმრო "ბორჯომი-ლიკანის" გაყიდვაზე ხელმეორედ ჩაიშალა. ჩაშლის მიზეზი გახდა ფაქტი, რომ ობიექტის შესყიდვის მიმართ ინტერესი არცერთმა ინვესტორმა არ გამოთქვა. 

„საპარტნიორო ფონდი“ პოტენციურ ინვესტორებსსასტუმროს აქტივების 10-წლიან აღნაგობა/იჯარას სთავაზობდა. ამასთან, გამარჯვებული კომპანია სასტუმროს აქტივების შესყიდვის უფლებასაც იღებდა. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შესყიდვის მინიმალური საწყისი ფასი 30,052,326 აშშ დოლარი იყო. 

სასტუმროს საკუთრებაში 156,600 კვ.მ მიწის ფართობი და სასტუმროს შენობა-ნაგებობები შედის. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილის მფლობელი "საპარტნიორო ფონდია". ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო 151 ნომერს აერთიანებს.

ფონდმა ობიექტის რეალიზაციის/იჯარის მიზნით გაცემის მიზნით პირველი საჯარო აუქციონი 2019 წლის 6 დეკემბერს ჩაატარა, სასტუმროს შესყიდვის მინიმალური საწყისი ფასი $37,565,408 აშშ დოლარი იყო, თუმცა აუქციონი ვერ შედგა მონაწილეების არარსებობის გამო.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები