მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასტუმრო სექტორის დაკრედიტება არ იზრდება - მცირდება თუ არა დარგის საინვესტიციო მიმზიდველობა?

სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორის დაკრედიტება არ იზრდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში სექტორზე გაცემულმა საკრედიტო პორტფელმა 3.02 მილიარდი ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც შარშან ანალოგიურ პერიოდში ტურიზმის დარგზე გაცემული სესხების მოცულობა მცირედით მეტი, 3.04 მილიარდი ლარი იყო. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ არსებული ვითარება სასტუმროების სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობის შემცირებას უკავშირდება. მათი თქმით, ერთი მხრივ, საბანკო სექტორი დარგს მეტად რისკიანად აღიქვამს, მეორე მხრივ კი თავად ინვესტორები ახალი სასტუმროების მშენებლობისგან თუ გაფართოებისგან თავს იკავებენ. რა ვითარებაა სასტუმრო ბიზნესში და რეალურად, მცირდება თუ არა დარგის საინვესტიციო მიმზიდველობა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები