მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სასტუმრო შერატონი $62 მილიონად შევიძინეთ, მაგრამ "რაკია ჯორჯია" წილების გადმოცემაზე უარს ამბობს"

574457071c0c3
BM.GE
24.05.16 17:26
2322
"რაკია ჯორჯიასგან" შერატონის სასტუმრო 62 მილიონ დოლარად შევიძინეთ, მაგრამ კომპანია წილების გადმოცემაზე უარს ამბობს, - განაცხადა კომპანია VI2 Partners GmbH-ის წარმომადგენელმა მარკ-მილომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, აღნიშნული 62 მილიონიდან კომპანიამ რაკიას 20 მილიონი დოლარი უკვე გადაუხადა, თუმცა კომპანია წილების გადაცემაზეც და თანხის დაბრუნებაზეც უარს აცხადებს.

"მოხდა ბიზნეს-ეთიკის დარღვევა. 2011 -2012 წლებში ჩვენ რაკიასგან შევიძინეთ სასტუმრო შერატონი. მისი მთლიანი ღირებულება 62,5 მილიონს შეადგენდა, საიდანაც 20 მილიონის გადახდა მოხდა.

სამწუხაროდ რაკია ჯორჯიამ უარი თქვა წილის გადმოცემაზე და არც თანხა არ დაუბრუნებია და ჩვენი ინფორმაიით არც აპირებს ამის გაკეთებას.

ჩვენ ბოლო წლებია ვდილობდით, რომ მეგობრული გადაწყვეტა მოგვეძებნა, სამწუხახროდ აღმოჩნდა რომ რაკია არ აპირებს ჩვენთვის თანხის გადმოცემას და იქცევა არაკეთილსინდისიერად.

ეს არის სტრატეგულად მნიშვნელოვანი ობიექტი თბილისისთვის და მას სათანადო მართვა სჭირდება. ეს ასევე ცუდია ქვეყნის საინვესტიციო კლიმატისთვის და ნამდვილად არ შეესაბამება იმას, რაც ევროპულ ქვეყანაში შესაძლოა, რომ მოხდეს.

აღნიშნული პრობლემის მიუხედავად საქართველოში ინვესტირების შეწყვეტას არ ვაპირებთ და მტკიცედ გვწამს, რომ სასამართლო ამ პრობლემას მოაგვარებს.

მტკიცედ გვავქს გადაწყვეტილი ამოვიღოთ რაკიასგან თანხა და ასევე მივიღოთ კომპენსაცია", - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. ასევე მისი ინფორმაციით კომპანიის წინააღმდეგ საქმეს სასამართლო განიხილავს, სასტუმრო შერატონი და რაკია საქართველოს მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები კი დაყადაღებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები