ლონდონში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე, სასტუმრო „სტამბას“ ნომინაციაში „წლის საუკეთესო ახალი კონცეფცია“ მიენიჭა. „AHEAD Awards Europe“-ის პრესტიჟული ჯილდო „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორს ვალერი ჩეხერიას და კომპანიის მმართველ დირექტორს ლევან ბერულავას გადაეცათ.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ სასტუმრო “სტამბამ” მოიგო წლის ახალი კონცეფცია „AHEAD Awards“-ზე! ამაყი და ბედნიერი ვარ ჩემი გუნდით“ - ამბობს ვალერი ჩეხერია.
„AHEAD Awards“ გამოავლენს და აჯილდოვებს მსოფლიოში კრეატიულობითა და დიზაინით გამორჩეულ საუკეთესო ბუტიკურ სასტუმროებს.
სტამბა არის პირველი ქართული ბრენდი და სასტუმრო, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა მსოფლიო მასშტაბის სასტუმრო-ინდუსტრიისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ დაჯილდოებაზე.