სასტუმრო "ველმონდის"(ყოფილი "ლეო გრანდი") ადვოკატი კახა წერეთელი აცხადებს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილება, მოეთხოვა სასტუმრო დახურვა, მათთვის მოულოდნელი იყო.
როგორც ადვოკატმა bm.ge-სთან საუბარში განაცხადა, ისინი აპირებენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრონ.
"40-ზე მეტი რეკომენდაცია სამსახურის მიერ იყო გაცემული და ის ეტაპობრივად სრულდებოდა. სამუშაოების დასრულების ვადად, მიმდინარე წლის დეკემბერი იყო განსაზღვრული, შესაბამისად იყო ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი და ის რაც მოხდა, იყო სრული მოულოდნელობა. რატომ?- ამაზე პასუხი არ მაქვს, თუმცა გვაქვს შედეგი, რომელიც მძიმე გადაწყვეტილებაა ბიზნესისთვის“,-განაცხადა წერეთელმა.
მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოში ყველა დოკუმენტსა და ფოტო მასალას წარადგენენ, რომელიც დაადასტურებს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეკომენდაციები სრულდებოდა.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სასტუმრო "ველმონდის" (ყოფილი "ლეო გრანდი") ექსპლუატაციის შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა და პირველმა ინსტანციამ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. სასამართლოში საქმის წარმოების მიზეზი კი, უწყების განმარტებით, იმ რეკომენდაციების შეუსრულებლობაა, რომელიც სასტუმრომ სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მიიღო.