ელექტროდამტენების ქსელს საქართველოში კომპანია E-space ქმნის. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 16 სადგური ფუნქციონირებს. მათ რიგს კიდევ ერთი სადგური სასტუმრო "ყვარლის ედემის" ტერიტორიაზე შეემატა. თბილისიდან სასტუმრო „ყვარლის ედემამდე“ მანძილი 140 კილომეტრია, რაც შესაძლებელს ხდის იქ ელექტრომობილით სტუმრობას.
თბილისში დასაბრუნებლად კი მოქალაქეები სასტუმროშივე შეძლებენ მანქანის დამუხტვას. E-space-ის ინფორმაციით, 2017 წლის ბოლომდე, ქვეყანაში ელექტრომობილების დამტენი სადგურების რაოდენობის 100-მდე გაზრდა იგეგმება. შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის გარდა ელექტრომობილების მფლობელები ახლო მომავალში სხვადასხვა ლიცენზირებული სერვისებით სარგებლობასაც შეძლებენ.

























