მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქცია მიმდინარეობს - მობილიზებულია პოლიცია

64688339aef27
ინგა მურუსიძე
20.05.23 12:18
2020
სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ სამართალდამცველები არიან მობილიზებული. საქმე ის არის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩასული არიან პოლიტიკოსები და მოქალაქეები, რომლებიც სასტუმროში რუსი ტურისტების ყოფნას აპროტესტებენ.

ტელეკომპანიების, „მთავარი არხის“ და „ფორმულას“ ინფორმაციით სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრს ქორწილი აქვს დაგეგმილი. მისი სიძის ძმა საქორწინო ცერემონიას 70-მდე სტუმართან ერთად გეგმავს. ქართული მედიის ინფორმაციით, სასტუმროში იმყოფება სერგეი ლავროვის შვილი და მისი მეუღლე, რომლებიც ევროკავშირის მიერ არიან სანქცირებული.

გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაცია.

„გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება!

ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა „ყვარლის ტბაზე“ არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა.

სამწუხაროდ, მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები