მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასტუმროდან 4,7 მილიონი ევროს ძვირფასეულობა გაიტაცეს

5a576905ba692
BM.GE
11.01.18 17:38
861
ხუთმა შეირაღებულმა პირმა პარიზში ცნობილი სასტუმრო Ritz-დან ძვირფასეულობა მოიპარა.

როგორც ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, მძარცველებმა სასტუმროდან 4,7 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასი ქვები მოიპარეს, ძარცვა საფრანგეთის დროით 18.30-ზე მოხდა. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების განმარტებით, ბოროტმოქმედები შეიარაღებულები იყვნენ.

ამ დროისთვის პოლიციამ ოპერაციის ფარგლებში 3 ეჭვმიტანილი დააკავა, ორის ძებნას კი აგრძელებს. თვითმხილველების ამბობენ, რომ მათ 10 გასროლის ხმა გაიგეს, თუმცა თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები