სასტუმროების ბაზარი გაჯერდა - დედაქალაქში მიწოდება მოთხოვნას მკვეთრად აჭარბებს - ამის შესახებ სასტუმრო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ. მათი განმარტებით, ბაზარზე დისბალანსია, რადგან სასტუმრო ოთახების ზრდის ტემპს ტურიზმის ზრდის ტემპი ვერ ეწევა. გაზრდილია ინვესტიციის უკუგების პერიოდი. როგორც დარგში განმარტავენ, ზოგიერთი რეგიონი მიმზიდველობას კვლავ ინარჩუნებს. ამასთან, კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მონაცემებიდან ირკვევა, რომ საქართველოს ბიზნეს სექტორში რაოდენობრივად ყველაზე მეტი მოცულობის ვადაგადაცილებული სესხი სასტუმროების და ტურიზმის სექტორშია.


































