ბოლო თვეებში სასტუმრო ბიზნესში შექმნილი კრიზისის ფონზე, ბიზნესის ნაწილი საფინანსო ინსტიტუტებისგან სასესხო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციას ითხოვს. მიუხედავად იმისა რომ მარტის დინამიკაზე დაკვირვება მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს, უკვე შეთანხმებული თანამშრომლობის ფორმის ცვლილების მიზეზი სამასპინძლო სექტორისათვის ბოლო დროის გამოწვევად ქცეული დაბალი დატვირთულობაა. სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის ინფორმაციით, სასტუმროებმა საოპერაციო ხარჯები უმეტეს შემთხვევაში სხვა ბიზნესებიდან გადმომისამართებული ფინანსური რესურსით უზრუნველყვეს. საბანკო ასოციაციაში განმარტავენ, რომ ვალდებულებების მასიური გადავადების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და სექტორულ პორტფელში მნიშნელოვანი ცვლილებები არ არის. ემსახურება თუ არა სასტუმრო ბიზნესი საბანკო ვალდებულებებს და გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე გაართულეს თუ არა საფინანსო ინსტიტუტებმა სასტუმროების დაკრედიტება?