მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროების შემოსავლები აჭარაში უფრო სწრაფად აღდგა, ვიდრე თბილისში - Galt&Taggart-ი

643507a345aa8
თამთა ჯიჯავაძე
11.04.23 18:12
680
Galt&Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, 2022 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები სრულად აღდგა. კერძოდ, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წელთან შედარებით, 2022 წლის ბოლოს 167%-ით გაიზარდა, ტურისტული ვიზიტების ზრდამ კი 98% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურიზმი თითქმის სრულად აღდგა.

რაც შეეხება სასტუმროების შემოსავლებს, Galt&Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, აჭარაში ეს მაჩვენებელი უფრო სწრაფად აღდგა, ვიდრე თბილისში.



Galt&Taggart-ი წელს 2019 წელთან შედარებით ტურისტული ვიზიტების 100%-იან აღდგენას ელოდება.

"ჩვენ ველოდებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 15%-იან წლიურ ზრდას 4 მლრდ აშშ დოლარამდე“, - წერია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში.

შეგახსენებთ, Galt & Taggart-ის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან ტურიზმიდან 300 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წელს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 4 703 945 ვიზიტი განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკა ყოველთვიურად აღარ გამოქვეყნდება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ახალი ფორმა და ვადები შემუშავდა და ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკით ხელმძღვანელობენ. შესაბამისად, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლებისა და საერთაშორისო ვიზიტორების მახასიათებლების კვლევას კვარტალში ერთხელ გაავრცელებენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ხელმძღვანელობდა შსს-ს მონაცემებით, რომელმაც სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნების ვადა შეცვალა და მათ შორისაა სახელმწიფო საზღვრის კვეთის სტატისტიკა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები