მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროებში გაწეული უნაღდო დანახარჯებში წლიურად შემცირდა - ვითარება სექტორში

საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების ტენდენცია ზრდას განაგრძობს. „თიბისი კაპიტალის“ ახალი მიმოხილვის მიხედვით, 2026 წლის აპრილში თიბისი ბანკის არხებით განხორციელებული უნაღდო დანახარჯები წლიურად 13%-ით, ხოლო ტრანზაქციების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა.

კვლევის თანახმად, ჯამური დანახარჯების 87% საქართველოს რეზიდენტებზე მოდის, ხოლო 13% არარეზიდენტებზე. ყველაზე დიდი წილი, 64%, საქონლის შეძენას უკავია, მომსახურებაზე კი 36% ნაწილდება.

ყველაზე მეტი ხარჯვა კვლავ სურსათზე ფიქსირდება. მთლიან უნაღდო დანახარჯებში ამ კატეგორიის წილი 30%-ია. სურსათზე დანახარჯები წლიურად 17%-ით გაიზარდა, ხოლო ერთი საშუალო ტრანზაქცია 17 ლარს შეადგენს.

ზრდა ფიქსირდება სხვა მიმართულებებითაც - საწვავზე უნაღდო დანახარჯები 27%-ით გაიზარდა, ფარმაციაზე 20%-ით, ტანსაცმელსა და აქსესუარებზე კი 16%-ით. პოზიტიური დინამიკა ნარჩუნდება კვების ობიექტებშიც. რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 15%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქცია 33 ლარია.

ამ ფონზე, კლება დაფიქსირდა სასტუმროების სექტორში. აპრილში სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 7%-ით შემცირდა. „თიბისი კაპიტალის“ შეფასებით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობაა. ანალიტიკოსების მონაცემებით, სასტუმროებში ხარჯვის უდიდესი ნაწილი81% - უცხოელ ვიზიტორებზე მოდის, ხოლო არარეზიდენტების დანახარჯები წლიურად 11%-ით შემცირდა.

როგორია სასტუმრო ინდუსტრიაში არსებული მონაცემები?

სტუმარი: შალვა ალავერდაშვილი - სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები