დასვენების სექტორში, კერძოდ კი სასტუმროებში, მომხმარებლების დანახარჯები წლიურად 26%-ით გაიზარდა, რაც არარეზიდენტების გაზრდილი დანახარჯებით იყო განპირობებული.
თიბისი კაპიტალის მომხმარებლის დანახარჯების დინამიკის მიხედვით, გასული წლის სექტემბერთან შედარებით დანახარჯების ზრდის ტემპი შენელებულია. პუბლიკაციაში გამოქვეყნებული გრაფიკიდან ჩანს, რომ შარშან სექტემბერში დანახარჯების ზრდა 54% იყო, წელს კი 26%-ია.

2025 წლის სექტემბერში, სასტუმროებში არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი დაახლოებით 3-ჯერ აღემატებოდა რეზიდენტების მაჩვენებელს.
ამავე თვეში, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში ჯამური უნაღდო დანახარჯები რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, შესაბამისად, 16% და 84%-ად განაწილდა .
„სასტუმროებში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად 9%-ით შემცირდა . საშუალო დანახარჯი 205 ლარს გაუტოლდა. თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად 37%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციამ 615 ლარი შეადგინა", - აღნიშნულია მიმოხილვაში.




























