TBC Capital-მა მიმდინარე წლის მაისის მომხმარებლის დანახარჯების დინამიკა გამოაქვეყნა.
დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის მაისში, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 34%-ით გაიზარდა სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები, ხოლო ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯმა 412 ლარი შეადგინა.
ამავე თვეში, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების განაწილებამ რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, 17% და 83% შეადგინა. ზოგადად კი არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე რეზიდენტების დანახარჯს დაახლოებით სამჯერ აღემატება.
ამასთან, უნაღდო დანახარჯები რესტორნებში წლიურად მზარდია. კერძოდ, 2025 წლის მაისში, თიბისი ბანკის არხებით, რესტორნებში უნაღდო დანახარჯებში წლიური 57%-იანი ზრდა დაფიქსირდა , ხოლო საშუალო ტრანზაქციის ზომა 34 ლარს გაუტოლდა.
მაღალი წლიური ზრდა სავარაუდოდ აიხსნება საბაზო ეფექტითა და სექტორში დაფიქსირებული მაღალი ინფლაციით. ამავე პერიოდში, რესტორნებში ჯამური უნაღდო დანახარჯების 69% რეზიდენტებზე მოდის, ხოლო 31% - არარეზიდენტებზე.




























