მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასტუმროებზე ყველაზე მაღალი ფასი მცხეთა–მთიანეთის რეგიონშია

5ab1240396fd1
მარი როჭიკაშვილი
20.03.18 19:08
1072
PMC Reasercher–ის მონაცემებით, თებერვლში საქართველოს მასშტაბით 3 ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 136 ლარი შეადგინა. სამ ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი დღიური განაკვეთი მცხეთა-  მთიანეთის რეგიონში დაფიქსირდა, საშუალოზე 56%-ით მაღალი.

4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა თებერვალში 198 ლარი შეადგინა.

ყველაზე ძვირი 4-ვარსკვლავიანი სასტუმროები მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია, საშუალოზე 52%-ით მაღალი.

5 ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო დღიურმა განაკვეთმა 363 ლარი შეადგინა.

თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2 ადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 591 ლარი იყო., კახეთში - 297 ლარი, აჭარაში - 207 ლარი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 358 ლარი.

საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა თებერვლის თვეში 86 ლარი შეადგენა. თებერვალში ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში ქვემო ქართლის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები