საქართველოს ბანკი რეგიონების მხარდაჭერას და ბიზნესების გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ბანკსა და „ტურინვესტ ჯგუფს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი „ტურინვესტ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბაშიძემ და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზურაბ ქოქოსაძემ მოაწერეს. თანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმში, რუსთაველის #20 - ში, ჰემპტონის ბრენდის სასტუმრო აშენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი დოლარია ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 6 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც სასტუმროს მშენებლობას და მის სრულად აღჭურვას მოხმარდება. 7 სართულიანი სასტუმრო 1 500 კვ.მ ზე აშენდება და ის 143 ნომერს, რესტორანსა და მიწისქვეშა პარკინგს გააერთიანებს.