მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროს დასუფთავება კოვიდ სტანდარტების გათვალისწინებით - აჭარაში ტრენინგები იწყება

5f0f2ca562682
BM.GE
15.07.20 21:40
1480
აჭარაში სერვისის ამაღლების მიზნით ტრენინგები იწყება. დასუფთავების სამსახურის სწორი ფუნქციონირება და კოვიდ სტანდარტებთან თანხვედრა იქნება ტრენინგის მთავარი თემა, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 18 ივლისიდან სექტორს შესთავაზებს. ორკვირიან თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგებზე მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე გაივლიან პრაქტიკულ სწავლებას, როგორებიცაა კოვიდ სტანდარტების დაცვით სასტუმრო ნომრებისა და სხვა სივრცეების დასუფთავება, შრომითი უსაფრთხოება, სტუმართან სწორი კომუნიკაცია, სხვადასხვა ტიპის ქსოვილების, ზედაპირების რეცხვა-დასუფთავების სპეციფიკა და დასუფთავების სამსახურის როლი სასტუმროში.

ტრენინგები ბათუმში 26 ივლისამდე ჩატარდება. მას რეგიონში არსებული განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურების თანამშრომლები დაესწრებიან. არსებული ტრენინგი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სხვა ტრენინგ-სემინარების მსგავსად უფასო იქნება და ბათუმის შემდეგ ის ქობულეთში ჩატარდება. თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგებზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაციისთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს შემდეგ ნომერზე უნდა დაუკავშირდნენ 577 909 128.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, ბოლო წლებში რეგიონში 3000-ზე მეტი ტურისტული სერვისის მიმწოდებლისთვის ჩაატარა ტრენინგები. გასულ წელს, ამ მიმართულებით არაერთი საჯარო ლექცია, სემინარი და თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი გაიმართა, მათ შორის მთიანაჭარაში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და მარნების წარმომადგენლებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები