მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ხელფასების დაანგარიშებაზე მუშაობა გაგრძელდება - სამინისტრო

629f841775a3c
თამთა ჯიჯავაძე
07.06.22 21:10
1219
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს და პროფკავშირების წარმომადგენლებს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს ის მოთხოვნები, რაც დასაქმებულ პირებს აქვთ და სამინისტროს წარმომადგენლებისგან ალტერნატიული შეთავაზებები მოისმინეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით სახელფასო ანაზღაურების დაანგარიშებაზე მუშაობა გაგრძელდება. სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლების მოთხოვნებთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.

შეხვედრას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა ჯანდაცვის სამინისტროთან არაერთი აქცია გამართეს. ისინი ხელფასების 100%-ით მატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები