მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სატაცურზე ფასის ზრდას 5-10 ლარით ვვარაუდობთ - "ქართული სატაცური"

6256cee34cc7d
ლიკა გურაბანიძე
14.04.22 00:16
3426
წელს საქართველოში უამინდობის გამო სატაცურის მოსავლის მიღების პროცესი 2-3 კვირით დაგვიანდა.

თუ პროდუქტის აღება ფერმერების მიერ მარტის დასაწყისში უნდა მომხდარიყო, ახალი მოსავალი დღემდე არ მოსულა და გლეხები სათბურში მოყვანილ სატაცურს ყიდიან, რომლის 1 კგ-ს ფასიც ხშირ შემთხვევაში, დეფიციტის და მაღალი მოთხოვნის გამო, 40-45 ლარსაც აღწევს.

"ქართული სატაცურის" თანადამფუძნებელი თინა წამალაიძე BMG-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ უამინდობის გამო, წელს, საბოლოო მოსავლის მიღებას ივნისის დასაწყისის ნაცვლად ივნისის ბოლოსთვის, ან ივლისის დასაწყისისთვის ელოდება. ხოლო სატაცურის გაყიდვას დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყებენ. წამალაიძე გაძვირებული საწვავის და მაღალი ინფლაციის ფონზე წელს, სეზონზე 1 კგ სატაცურის ფასის 5-10 ლარით მატებას ვარაუდობს.

“წინასწარი პროგნოზით, ფასის გაზრდას 5-10 ლარით ვვარაუდობთ. 1 კგ სატაცურს 20 ლარის ნაცვლად, 25-30 ლარად გავყიდით, თუმცა შემდგომ ფასის მცირედით კლება მოხდება. საბოლოოდ მოსავლის სრულად აღების შემდგომ, ივნის-ივლისში ფასი ისევ მოიმატებს და 1 კგ-ის ღირებულება დაახლოებით 30 ლარამდე იქნება.” - აღნიშნა "ქართული სატაცურის" თანადამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები