2023 წლის განმავლობაში წინა წელთან შედარებით, აზარტული თამაშებიდან მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში შესული თანხა 23,4%-ით არის გაზრდილი. როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში ვკითხულობთ, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გასულ წელს 141 171 147 ლარს, 2022 წლის განმავლობაში კი - 114 392 795 ლარს შეადგენდა.
შეგახსენებთ, გასულ წელს, საქართველოს მთავრობამ აზარტული თამაშების სექტორის დაბეგვრის განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, თუკი აქამდე სექტორის მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ს შეადგენდა, ის 15%-მდე გაიზარდა, მოქალაქეთა მიერ მოგებული თანხის გატანა კი 2%-იანი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად 5%-ით იბეგრება. როგორ ჩახურა 2023 სათამაშო ბიზნესმა და რა პროგნოზებს აკეთებენ მიმდინარე წელთან მიმართებით?
სტუმარი: გიორგი მამულაიშვილი - სათამაშო ბიზნესასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;