მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სათამაშო ბიზნესმა სპორტის დაფინანსება შეწყვიტა - ასოციაცია

62136a55118c3
სალომე ჭიპაშვილი
21.02.22 21:22
1042
სათამაშო ბიზნესი წლის განმავლობაში სპორტის დაფინანსების მიმართულებით დაახლოებით 20-30 მილიონ ლარს ხარჯავდა და წელს ამ ბიუჯეტის გაზრდაც იგეგმებოდა, თუმცა ამ ახალი რეგულაცების გამო სათამაშო ბიზნესმა თითქმის ყველა კონტრაქტი გაწყვიტა. ამის შესახებ „საქმიან დილაში“ სათამაშო ბიზნეს ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მამულაშვილმა ისაუბრა. 

„წლის შუა პერიოდში ეროვნული ბანკიდან გამოვითხოვთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად გაიზარდა საქართველოდან თანხის გადინება. აქაც ერთი მომენტია, აკრძალულია სათამაში ბიზნესისთვის თანხის გადარიცხვა, მაგრამ სხვადასხვა საშუალებებით უცხოურ კომპანიებში მაინც ახორციელებენ. მიუხედავად ამისა, დაახლოებით მაინც გავიგებთ, რამდენია თანხების გადინების წილი“, - განაცხადა გიორგი მამულაშვილმა.

მისივე თქმით, „სათამაშო ბიზნეს ასოციაცია“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. 

„კონსტიტუციონალისტებთან კონსულტაციებს ვმართავთ და ვამზადებთ სარჩელებს სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა გადასახადებთან, მომხმარებლების ასაკთან და რეკლამებთან დაკავშირებით. ყველაფერი როცა მზად გვექნება, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, გასული წლის ბოლოს მიღებული "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე 1-ელ მარტამდე "აკრძალულ" და აზარტულ თამაშებზე “დამოკიდებულ” პირთა მონაცემთა ბაზები უნდა შეიქმნას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები