მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სათამაშო ბიზნესს მოგების გადასახადი ეზრდება - რა გავლენა ექნება ინდუსტრიაზე?

საქართველოს მთავრობამ აზარტული თამაშების სექტორის დაბეგვრის განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ კვირის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. თუკი აქამდე სექტორის მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ს შეადგენდა, ის 15%-მდე გაიზრდება, მოქალაქეთა მიერ მოგებული თანხის გატანა კი 2%-იანი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე გადაგზავნილია.

მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილებები დამატებით ბიუჯეტში 400 მილიონ ლარს მოიტანს.

„300 მილიონი ბანკებიდან, 400 მილიონი სათამაშო ბიზნესიდან ამ ცვლილების შედეგად, ჯამში 700 მილიონი დამატებითი შემოსავალი გვექნება 2024 წელს.“ - განაცხადა ღარიბაშვილმა და იქვე სათამაშო ბიზნესის ბრუნვის გაზრდის მაჩვენებლებზეც ისაუბრა. მიუხედავად ფინანსთა სამინისტროს მხრიდან გატარებული შეზღუდვებისა 2022 წელს სათამაშო ბიზნესის მთელი ბრუნვა 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

ფინანსთა სამინისტროს 9 თვის მონაცემებით, 2023 წელს სახელმწიფომ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლებიდან 157 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34.4 მილიონი ლარით, ანუ 28%-ით მეტია.

იცოდა თუ არა პრემიერ მინისტრი მიერ გაჟღერებული ინიციატივის შესახებ სექტორმა და რა წერია კანონპროექტში?

სტუმარი: გიორგი მამულაიშვილი - სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები