მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სათამაშოების მწარმოებელი "კოდალა" ფართოვდება

5f3a5b9e7edf9
BM.GE
17.08.20 14:24
1056
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სოციალური საწარმო „კოდალა“ გაფართოვდება.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ცნობით, სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, კომპანია ახალ საწარმო ფართში გადასვლას, წარმოების გადაიარაღებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას შეძლებს.

„კოდალა“ 200-მდე ეკოლოგიურად სუფთა ხის ასაწყობ სათამაშოს აწარმოებს, რომლებიც ბავშვს წარმოსახვისა და მეხსიერების განვითარებაში უწყობს ხელს. ზედაპირი დაფარულია სათამაშოებისთვის განკუთვნილი ეკოლოგიურად სუფთა გერმანული წარმოების საღებავებითა და ლაქით რაც სრულიად უსაფრთხოა ბავშვებისთვის. კომპანიის ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოების რეალიზაცია ხდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, სააგენტოს მხარდაჭერით პროდუქციის ექსპორტი გერმანიაში ხორციელდება. ქართველ მომხმარებელს სათამაშოების შეძენა შემდეგ ჰიპერმარკეტულ ქსელებში შეუძლია: "სუპერი", "გუდვილი", "აგროჰაბი" და "ნიკორა".

აღსანიშნავია, რომ საწარმოში ჯამურად 20 ადამიანია დასაქმებული, აქედან 14 შშმ პირი, ხოლო გაფართოების შედეგად დამატებით 5 ადამიანი დასაქმდება.

აღნიშნული საწარმო თბილისში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები