მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სათამაშოების უსაფრთხოების სტანდარტები - როგორ ეხმარება GIZ-ის პროექტი QUIS-ი მწარმოებლებს

პროდუქციის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებსა და ავეჯს ეხება. როგორ ვითარდება საქართველოში ამ მიმართულებით წარმოება? რა გამოწვევების წინაშე დგანან ადგილობრივი მწარმოებლები და რა შესაძლებლობებს ქმნის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება? პროგრამა QUIS-ის მხარდაჭერით, ქართველმა მწარმოებლებმა თურქეთში, Intertek-ის საერთაშორისო ლაბორატორიაში სასწავლო ვიზიტში მიიღეს მონაწილეობა, რა დროსაც საკუთარი პროდუქციის ტესტირებისა და უსაფრთხოების შეფასების პროცესს გაეცნენ.

სტუმრები: თინა გვენეტაძე - GIZ, პროექტ QUIS-ის ექსპერტი

მარიკა გრიგოლიშვილი - "კოკიტოს" დამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები