მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ" რეგლამენტი წელს ამოქმედდება - როდიდან დაიწყება დაჯარიმება

5e1c549f8e0d1
მარიამ ადამია
13.01.20 15:29
1513
"სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი წელს ამოქმედდება. ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რატი ობოლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დადგენილების პროექტი მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარედგინება, თუმცა პირველ ეტაპზე მას რეკომენდაციული ხასიათი ექნება.

„იმისათვის, რომ ქართულმა ბიზნესმა ახალ მოთხოვნებთან ადაპტირება შეძლოს, ეკონომიკური ოპერატორებისთვის საშეღავათო პერიოდი განისაზღვრა. რაც შეეხება სანქციების ნაწილს, ის 2021 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება. იქამდე კი, ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაიცემა რეკომენდაციები. გარდამავალი პერიოდი მნიშვნელოვანია იმ მიზნით, რომ ბიზნესის ზოგიერთი წარმომადგენელი მზად არ არის, გადავიდეს ევროპულ მოთხოვნებზე“, - აღნიშნა რატი ობოლაძემ.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არ გვაქვს ლაბორატორიები, რათა შემოწმდეს სათამაშოები, სააგენტო პროდუქციის ნიმუშებს სხვა ქვეყნის ლაბორატორიებში გააგზავნის.

“ლაბორატორიიული მომსახურებისთვის ზუსტი თახა არაა განსაზღვრული, თუმცა არაფინანსური აქტივებისთვის გამოყოფილი თანხა 200 ათას ლარამდეა. რაც შეეხება სანქციებს, ის შემზღუდველ ღონისძიებებს მოიცავს ანუ ეს არის პროდუქციის რეალიზაციის შეჩერება, ბაზრიდან ამოღება, გამოთხოვა და განადგურება. ეს არის ოთხი ძირითადადი მიმართულება, რომელიც ამოქმედდება და განისაზღვრება სახელმწიფოს მიერ იმის მიხედვით, თუ რა ზომის შეუსაბამომა გამოიკვეთება რეგულაციასთან,“ - განაცხადა ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.

ინფორმაციისთვის, „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი 2019 წლის ბოლოდან ან 2020 წლის დასაწყისიდან უნდა ამოქმედებულიყო. მისი მიზანია, უზრუნველყოს საქართველოს ბაზარზე უსაფრთხო სათამაშოების განთავსება და ბავშვების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა. რეგლამენტი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შესაბამისი ევროდირექტივის თანახმად და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები