მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სათამაშოებისა და საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიებისთვის კონკურსი ცხადდება

5eaafde1690eb
ნინი ლონგურაშვილი
30.04.20 22:00
1445
პროექტი "ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" ( GEclose2EU ) სათამაშოების და საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი ბიზნეს კომპანიებისთვის ტექნიკური დახმარების კონკურსს აცხადებს. მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში ამ სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ტექნიკურ დახმარებაზე განაცხადების შეტანა 29 აპრილიდან 15 მაისამდე შეეძლებათ.

“ტექნიკური დახმარების ბიუჯეტია 15 000 ლარამდე, 30%-იანი თანადაფინანსებით და შესაძლოა მოიცავდეს ტექნოლოგიების განახლების, საწარმოო ხაზის სრულყოფის, საერთაშორისო კონტაქტების დამყარების, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის, პანდემიის შედეგად წარმოქმნილი ახალი საჭიროებების დაფინანსების თანხებს", – ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" დირექტორის მოადგილე, ირინა გურულმა განაცხადა.
 
მისი თქმით, ამ ეტაპზე შესაძლებელია 40-მდე კომპანიას დაეხმარონ, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მცირე და საშუალო ზომის ქართულ კომპანიებს, რომლებიც ერთ წელზე მეტია ოპერირებენ და ჰყავთ 2-ზე მეტი დასაქმებული. პრიორიტეტი მიენიჭებათ ისეთ კომპანიებს, რომელთაც აქვთ ექსპორტის და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის გამოცდილება.

შეგახსენებთ: “ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ სამწლიანი პროექტია და შვედეთის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული და მხარდაჭერილი, რომელიც 2018 წელს დაიწყო და 2021 წლის შემოდგომას დასრულდება. აღნიშნულ პროექტს, რომლის მთლიანი ღირებულება 2,3 მილიონი აშშ დოლარია, ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC) ახორციელებს,“ აწარმოე საქართველოში“ სააგენტოსთან თანამშრომლობის გზით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები