მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სათაური: სომხური გაკვეთილები ანუ პაშინიანის მმართველობის ორი თვე

5b54463514903
გიორგი ისაკაძე
22.04.18 13:30
710

ნიკოლ პაშინიანის არჩევიდან (2018 წლის 8 მაისი) სომხეთის პრემიერ მინისტრად პარლამენტის მიერ, არასრული 3 თვე არის გასული,თუმცა ღირს გადავხედოთ სამეზობლოს და მისი ახალი ლიდერის მიღწევებს ამ პერიოდში. თავდაპირველი ჩამონათვალი სოციალურ ქსელში გავრცელდა,თუმცა,ჩემი მეგობრები სომხეთში გარკვეულ მიმართულებებს მიკორექტირებენ და აგერ ჩამონათვალიც პაშინიანის მიღწევებისა ამ ორიოდ თვეში:

 

  1. თანამდებოდან გადადგა ერევნის მერი ტარონ მარგარიანი, მმართველი პარტიის მრავალწლიანი ფუნქციონერი. ბოლო 2 თვეა პაშინიანი დაპირისპირებაში იყო აწ უკვე ყოფილ მერთან სომხეთის დედაქალაქისა.
  2. შეცვალა სომხეთის საზმაუს  ხელმძღვანელობა და პროდიუსერთა შემადგენლობა,რომლებიც მთავრობის ხოტბით იყვნენ დაკავებულნი არსებული რეალობის მიუხედავად.საზმაუში ჩატარდა ფინანსური აუდიტი,რომლის დასკვნის საფუძველზე აღძრულია რამდენი სისხლის სამართლის საქმე.
  3. თანამდებობიდან გათავისუფლდენენ პრაქტიკულად ყველა რეგიონის გუბერნატორები და მერები.
  4. დააორგანიზა მსხვილი ქსელების (სუპერმარკეტების) ბოიკოტი,რომელიც ადგილობრივი ოლიგარქების საკუთრებაშია,რომლებიც სომხეთის რესპუბლიკური პარტიასთან (სრპ) არიან კავშირში.
  5. დააპატიმრა მანველ გრიგორიანი - თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გენერალი. არსებობს პრეტენზიები მისი მეუღლეს და შვილის (ეძმეაძინის მერი) მიმართ იარაღის უკანონო შენახვაზე და სომხეთის არმიისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების მითვისებაზე.
  6. ჩხრეკის ჩატარების შემდეგ, 30 ზე მეტ კრიმინალურ ავტორიტეტს ბრალი სხვადასხვა მუხლების მიხედვიტ წარედგინათ.
  7. ჩხრეკა ჩატარა პრეზიდენტ სარგსიანის დაცვის უფროსის ვაჩაგან კაზარიანის სახლში,რომელსაც ხელისუფლება გადასახადების თავის არიდებაში სდებს ბრალს და უკანონო შემოსავლების მიღებას ედავება სახელმწიდოს ხარჯზე.
  8. დაპატიმრებულია ოლიგარქსი და პარტია «აყვავებული სომხეთი»-ს თავმჯდომარეს გაგიკ ცარუკიანის დაცვის უფროსიც.მოტივი:ადამინის ფიზიკური შეურაცყოფაა. თავად ცარუკიანს ჯერრჯკებით არ ეხებიან.
  9. აღძრულია საქმე და იძიებენ კომპანია «სპაიკი»-ს საქმიანობას,რომელიც სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის ოჯახთან არის კავშირში. თავად ექსპრეზიდენტზე საქმე განაახელს,რომელიც ეხება 2008 წლის 1 მარტს მიტინგის დარბევასთან დაკავშირებით. რობერტ კოჩარიანი რუსეთში გაემგზავრა და ამ დროისთვის იქ იმყოფება.
  10. დაწყებული თემების გარკვევა ყოფილი პრეზიდენტის და პრემიერის სერჟ სარგსიანის ოჯახთანაც.ჩატარდა ჩხრეკები და დაპატიმრებებიც ფონდებში,როემლიც მის ნათესავებთან არის კავშირში. ძებნა გამოცხადდა სერჟ სარგსიანის ორთავე დედმამიშვილზე ალექსანდრე და ლევონ სარგსიანებზე, ასევე ძმისწულებზე : ანი სარგსიანზე, ნარეკ და აიკა სარგსიანებზე.
  11. შეცვალა სომხეთის საკასაციო სასამართლოს ხელმძღვანელობა
  12. შეცვალა სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმღვანელობა
  13. შეცვალა სომხეთის გენშტაბის, სასაზღვრო და სახმელეთო ჯარების ხელმღვანელობა-სარდლობა. ასევე, მოახერხა და მიაღწია მთიან ყარაბაღში ძალოვანების უპირობო გადადგომას.
  14. აღძრულია სისხლის სამართლის 71 ზე მეტი საქმე სხვადასხვა რეგიონალური და სასოფლო ხელმძღვანელების მიმართ.
  15. გათავისუფლებულია სიუნიკსის ოლქის ხელმღძღვანელობა,რომელიც რკინის მადნის მოპოვებისას სერიოზილ ზიანს აყენებდნენ ეკოლოგიურ ვითარებას რეგიონში.
  16. დატოვა სომხეთი და რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრა თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიქაელ არუთუნიანი,რომელსაც ასევე 2008 წლის 1 მარტის საქმეზე ედავებიან.
  17. დაპატიმრებულია სრულიად სომეხთა ფონდის «აიასტანი»-ს დირექტორი არა ვარდანიანი,რომელსაც განსაკუთრებული ოდენობის თანხების მითვისება ედება ბრალად სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასთან ერთად.
  18. სრულია ამნისტიაც გამოაცხადა მათვის,ვინც თავს არიდებდა სავალდებული სამსახურს სომხეთის ჯარში და მოუწოდა,დაუბრუნდნენ და ემსახურონ სამშობლოს.
  19. პაშინიანი ყოველ საღამოს სოციალური ქსელის მეშვეობით ესაუბრება პირდაპირ ეთერში ამომრჩევლებს
  20. სახელწმიფო აპატარატი გადაიარაღა და ყველა უცხოურო წარმოების კომპიუტერი ადგილობრივი ArmTab ჩაანაცვლა.აპარატი ძირითადად Apple მუშაობდა.
  21. პაშინიანმა მოახერხე და დაარწმუნა კომპანია «ტაშირ გრუპი» დაეწია 10 დრამით ფასი ელექტროენერგიაზე სოცილაურად დაუცველი ოჯახებისთვის. ეს კომპანია ეკუთვნის სამველ კარაპეტიანს,რომელიც ერთერთი ძლიერი ოლიგარქაია და მის მიმართაც არსებობს პრეტენზიები. ამავე ჯგუფს გაუუქმა კონტრაქტი მაღალი ძაბვის ელექტრო ხაზების გადაცემის შესახებ და ისინი სახელმწიფოს საკუთრებაში დატოვა.
  22.  შეიქმნა კომისია, რომელიც ამუშავებს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში სამართლიანი ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად.

მგონი, ეს არის და არაფერი გამომრჩა.

ბევრი საერთო აღმოვაჩინე ამ ღონისძიებებში საქართველოს წარსულიდან.ფაქტია, წინასაარჩევნო სამზადისის მიუხედავად (სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება) ნიკოლ პაშინიანი ცდილობს ეფექტური ნაბიჯები გადადგას სისტემური ცვლილებებისკენ,რომელიც ჯერ შორს არის იდეალურისაგან. შესაძლოა ზოგიერთი პიარიც არის, და არა რეალური ცვლილებების მცდელობა.თუმცა ფაქტია: არასრული სამი თის წინ ხელისუფლებაში მოსულ ნიკოლ პაშინიანს უკვე არ დაეწუნება რეიტინგები და პოპულარობა მოსახლეობაში.

ეხლა რჩება დავაკვირდეთ ზემოთქმულიდან რას მიიყვანს ბოლომდე და როგორ დასრულდება ვადამდელი არჩევნები.

BMG  მუდმივად მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციებს სამეზობლოში და  რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები