მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სატელეფონო სიმ-ბარათების ნაწილმა, შესაძლოა ID ბარათის ფუნქცია შეიძინოს

5bd94e331a189
თამუნა დემეტრაშვილი
31.10.18 10:39
1195
სატელეფონო სიმ-ბარათი ID ბარათის ფუნქციას შეიძენს, აღნიშნული პროექტის დანერგვაში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფრანგული კომპანია დაეხმარება. სწორედ მისგან შეიძენს სახელმწიფო შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემას. 5,8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში, ფრანგული IDEMIA FRANCE-ს გარდა, კიდევ სამი ქართული და ერთიც თურქული კომპანია მონაწილეობდა, თუმცა ყველა მათგანმა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო. საბოლოოდ გამარჯვება IDEMIA FRANCE-ს დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ მისი შეთავაზება ყველაზე მაღალი ფასის იყო - 4,8 მილიონი ლარი. კომპანიასთან ხელშეკრულება უახლოეს დღეებში უნდა გაფორმდეს.

პროგრამის დანერგვის შემდეგ მოქალაქეებს სატელეფონო სიმ-ბარათებზე პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემების ჩატვირთვისა და შემდგომ მისი გამოყენების საშუალება ექნებათ. სიმ-ბარათი ID ბარათის ანალოგიურ ფუნქციებს შეიძენს, მასში ჩაიტვირთება ყველა პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემი და მოქალაქეს სურვილის შესაბამისად საშუალება მიეცემა გაიაქტიუროს ასევე ელექტრონული ხელმოწერის ფუნქციაც. პროექტის საშუალებით, ასეთი მობილური სიმ-ბარათის მფლობელს პირადობის მოწმობის ტარება აღარ დასჭირდება.

პროგრამის დეტალების გასაგებად BM.ge სერვისების განვითარების სააგენტოს დაუკავშირდა, თუმცა 10 დღის განმავლობაში მათგან პასუხის მიღება ვერ შევძელით.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები