მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კომპანიების შერწყმის პროცესს მარეგულირებელმა ფხიზლად უნდა ადევნოს თვალი"

58119582e41de
BM.GE
27.10.16 09:48
1255
"სატელეკომუნიკაციო ბაზარი დღეს საქართველოში ღია და თავისუფალია შეზღუდვებისგან", - ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" კომპანია "ნიუტელკო საქართველოს" დირექტორმა გიორგი გოთოშიამ განუცხადა. მისი თქმით, როგორც ქართველი ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის ამ ბაზარზე შესვლა მარტივია.

რაც შეეხება ბაზარზე სხვადასხვა კომპანიების გამსხვილების პროცესს, კერძოდ მაგთიკომის მიერ კიდევ ერთი კომპანიის, - დელტაკომის შესყიდვას, - გოთოშია ამბობს, რომ თუკუ ბაზარზე მონოპოლისტი არ წარმოიშვება, გამსხვილების პროცესში სახიფათო არაფერია.

"კონკურენცია ბაზარზე არის და ამას ყველა გრძნობს, როგორც მომხმარებელი, ასევე კომპანიები.

კომპანიების შერწყმა არააა მხოლოდ ქართული პროცესი, ესაა გლობალური ბაზარი. იყო დრო როდესაც კომპანიების დაწვრილება და დაშლა ხდებოდა, ეხლა პირიქით ხდება და ეს პროცესები ბაზრის მოთხოვნას პასუხობს. მარეგულირებელმა ყოველთვის ფხიზლად უნდა ადევნოს თვალი ასეთ შერწყმებს და მთავარია არ წამორიშვას მონოპოლისტი, რაც ძალიან მარტივია ასეთი ზომის ბაზარზე", - განაცხადა გოთოშიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები