2022 წელს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის მოთამაშეების შემოსავალი 10 მილიონი ლარით შემცირდა - ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის ავტორები სატელევიზიო შემოსავლების შემცირების მთავარ ფაქტორად საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებს ასახელებენ, რაც მედიაში აზარტული თამაშების შესახებ რეკლამის განთავსების აკრძალვას ითვალისწინებს. რა ხდება დღეს სარეკლამო ბაზარზე?