2022 წელს მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 10 მილიონი ლარით, 63 მილიონ 600 ათას ლარამდე შემცირდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მონაცემებით, მედიის ფინანსებზე კომპლექსურად იმოქმედა გაუარესებულმა კანონმდებლობამ, ბიზნესგარემოში გაზრდილმა თვითცენზურამ და მედიაზე გაზრდილმა წნეხმა. ანგარიშის მიხედვით, ჯამური სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი ნაწილი, 27 მილიონი ლარი, “იმედის ჰოლდინგმა” მიიღო. შემდეგ მოდიან: “მთავარი არხი” - 10 მლნ მლნ ლარით; “მედიაჰოლდინგი” “რუსთავი 2” - 9 მლნ ლარით; “ტელეკომპანია პირველი” - 5.8 მლნ ლარით და “ფორმულა” - 5.7 მლნ ლარით. გასულ წელს მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღო ღიად პრორუსული და ანტიდასავლური დღის წესრიგის მქონე ტელევიზია „ალტ ინფომ“. გამჭვირვალობის მონაცემებით, გასულ წელს, პოლიტიკურმა პარტიებმა რეკლამაზე ჯამში 1.1 მლნ ლარი დახარჯეს. თანხის ნახევარზე მეტი - 688.3 ათასი ლარი მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა.