მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 12,7%-ით გაიზარდა

5be3f1247d306
თამუნა დემეტრაშვილი
08.11.18 12:17
695
კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 12,7%-ით გაიზარდა, რაც 1 მილიონ 857 ათას ლარს შეადგენს. 9 თვის მონაცემებით კი ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები ჯამურად 94 მილიონ ლარს აჭარბებს.

რაც შეეხება ორ ყველაზე დიდ მაუწყებელს რომლებსაც ბაზრის 65% უკავიათ, 2018 წლის მე-3 კვარტალში მათი სარეკლამო შემოსავლების ტენდენცია შეცვლილია. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის სარეკლამო შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ითაა გაზრდილი, ხოლო ტელეკომპანია „იმედს“ კი, საანგარიშო პერიოდში 6%-იანი კლება აქვს.

სარეკლამო შემოსავლების კუთხით, კვლავ პირველ ადგილზეა საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელმაც მე-3 კვარტალში ჯამში 13 მილიონ 261 მილიონი ლარის ღირებულების რეკლამა მოიზიდა, მაშინ როცა, რუსთავი 2-ს ამავე პერიოდში, 6 მილიონ 313 მილიონის სარეკლამო შემოსავალი ჰქონდა, ტელეიმედს კი 5 მილიონ 421 ათასი ლარის. კომისიის მონაცემებით, მე-3 კვარტალში ტელეკომპანია ,,პირველის” სარეკლამო შემოსავლებმა 602 ათასი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37 ათასი ლარით მეტია.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს სარეკლამო ბაზრის შესახებ კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაცია ტელეკომპანიების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. კომისია ამტკიცებდა, რომ ორმა მედია ჰოლდინგმა-რუსთავი 2-მა და და ტელეიმედმა არსებითად შეცვალეს სატელევიზიო რეკლამის გაყიდვის სისტემა და ის ექსკლუზიურად გადასცეს ,,ინტერ მედიას”. კომისიის ინფორმაციით, სისტემის ცვლილებამდე სარეკლამო სააგენტოები 5-7%-მდე თანხას იტოვებდნენ, მას შემდეგ კი, სარეკლამო ბაზრის მთლიანი შემოსავლების არაკლებ 20% ტელეკომპანიების მიღმა დარჩა. შესაბამისად კომისია აცხადებდა, რომ შემცირებულია არა სარეკლამო ბაზარი, არამედ ტელევიზიებში შესული თანხები. ამ მოსაზრებას არ ეთანხმებოდნენ ტელეკომპანიები. მაგალითისათვის, ტელეკომპანია ,,კავკასიის” ხელმძღვანელმა ნინო ჯანგირაშვილმა, კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ 2014 წლის შემდეგ სარეკლამო შემოსავლებმა ტელევიზიებში იკლო, მანამდე კი სარეკლამო ბაზარი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები