ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი გიორგობიანი აცხადებს, რომ სამინისტროსთან ერთად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც მათ შორის სახელმწიფო ტენდერებში ფასწარმოქმნის საკითხებზე იმუშავებს.
საქმე ისაა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან განიხილება ინიციატივა, დაინერგოს ფასწარმოქმნის ახალი მიდგომები, რაც გულისხმობს საბაზრო ღირებულების განსაზღვრას და მის გათვალისწინებას სახელმწიფო შესყიდვებში.
როგორც გიორგობიანმა BMG‑ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სატენდერო ფასი მაქსიმალურად საბაზრო უნდა იყოს, რომ კონკურენცია და ხარისხი უფრო მაღალი იყოს.
“შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას და მათ შორის, რომელიც ის შეეხება ფასწარმოქმნას, ფასწარმოქმნის ნაწილშიც პრაქტიკა გადაიხედება. სახელმწიფოც იზიარებს იმას, რომ მაქსიმალურად სატენდერო ფასი უნდა იყოს საბაზრო, რომ შედგეს კონკურენცია და ხარისხიც მივიღოთ. აქედან გამომდინარე, მუშა პროცესში ვართ ფაქტობრივად.
ეს არის გარდამავალი პერიოდი, იმიტომ რომ ჩვენ, ჩვენ და სახელმწიფოსაც იაზრებს, რომ სისტემური რეფორმა არის ამ სექტორში განსახორციელებელი, როგორც ნორმების კუთხით, ისე ფასწარმოქმნის კუთხით და ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობები. ეს არ არის რაღაცა მოკლევადიან პერიოდში მოსაგვარებელი. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი არის და თითოეულ ამ საკითხს ყურადღება უნდა დაეთმოს და ბიზნეს სექტორიც მოხარულია ამ პროგრესით”, - განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა.




























