მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სატესტო რეჟიმში, ყაზახეთიდან ფოთის პორტში 200-ზე მეტი კონტეინერი გამოიგზავნა

6275816db7aa0
ნინო ტაბატაძე
07.05.22 15:21
3115
სატესტო რეჟიმში, ყაზახეთიდან ფოთის პორტში 200-ზე მეტი კონტეინერი გამოიგზავნა.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებისთვის აქტაუს პორტიდან სატესტო ტვირთის გამოგზავნა მოხდა. 210 TEU კონტენერი ფიდერულ გემ  BEKET ATA-ზე  დაიტვირთა. ტვირთი მოიცავს  თაფლით, ტომატით, ასევე ტყვიითა და თუთიით დატვირთულ კონტენერებს.

„ყაზახეთის რკინიგზის“ ინფორმაციით, გემი ტვირთს ბაქოში ჩაიტანს, შემდეგ ის ფოთის პორტში გამოიგზავნება და  საბოლოოდ,  ტვირთის ნაწილი თურქეთის დერინჯეს პორტში გადაიტვირთება.

რუსეთ-უკრაინის ომის და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე ყაზახეთისთვის "შუა დერეფანი" განსაკუთრებით მიმზიდველი გახდა.

ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის პიტენციალი ჯერ კიდევ ასათვისებელია, რადგანაც ყაზახური პორტები მხოლოდ 23%-ით არის დატვირთული. პორტების ამჟამინდელი შესაძლებლობები კი, საშუალებას იძლევა ტრანსკასპიურ დერეფანში 7 მლნ ტონა ტვირთის გადმომისამართება მოხდეს.

ცოტა ხნის წინ, სააგენტო Trend-თან საუბრისას უწყებაში განაცხადეს, რომ ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებთან მიღწეული შეთანხმებით, შუა დერეფანში, 2022 წლის ბოლომდე, დამატებით 4 მლნ ტონა ტვირთის გადმომისამართება მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები