საქართველოს სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობა 2,9%-ით არის გაზრდილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 82,3 მილიონი მგზავრი იქნა გადაყვანილი, 2017 წლის ანალოგიურ მერიოდში კი 80 მილიონი.
გადაყვანილ მგზავრთა ძირითადი წილი საავტომობილო ტრანსპორტზე მოდის, რომლის საშუალებითაც წელს, იანვარ-მარტის თვეებში, 80,9 მილიონმა ადამიანმა იმგზავრა. ეს ციფრი 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (78,8 მილიონს), 2,7%-ით აღემატება.
მგზავრთნაკადის ყველაზე დიდი მატება საავიაციო ტრანსპორტზე მოდის. წელს სამ თვეში თვითმფრინავით 800 ათასმა ადამიანმა იმგზავრა, რაც 2017 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებელს ( 600 ათასს) 33%-ით აღემატება.
რაც შეეხება რკინიგზით გადაყვანილ მგზავრებს, მათმა რაოდენობამ 600 ათასი შეადგინა.

























