მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საცალო გაყიდვების გერმანული გიგანტი წარმოების გადატანას ჩინეთში გეგმავს

ჩინეთი
BM. GE
05.08.25 22:31
569

საცალო გაყიდვების გერმანულმა გიგანტმა, Intersport-მა წარმოების ჩინეთში გადატანის გეგმა ოფიციალურად გააჟღერა.

შვეიცარიაში დაფუძნებული უმსხვილესი რიტელიერი, რომელიც 5,500-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს ფლობს და ყოველწლიურად €14 მილიარდი ევროს მოგებას ნახულობს, კერძო ბრენდების პროდუქტების წარმოებას ჩინეთში გადაიტანს.

Intersport-ის ხელმძღვანელის, ტომ ფოლის განცხადებით, ეს ნაბიჯი მოულოდნელი არავისთვის უნდა იყოს. როგორც ფოლი ამბობს, ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ჩინეთიდან წარმოება არაერთმა მსხვილმა ბრენდმა, მათ შორის Nike-მა და Adidas-მა ვიეტნამსა და ბანგლადეშში გადაიტანეს. ამან კი ჩინეთში სივრცე გამოათავისუფლა და სწორედ ამ სივრცეს აითვისებს Intersport-ი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები