მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწარმოს გაფართოება, ნედლეულის გამრავალფეროვნება - რა გეგმები აქვს „ჩირინას?

ჩირინა
სტატიაში საუბარია:

კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი, რევაზ ვაშაკიძე კომპანიის გეგმებზე საუბრობს. მისი თქმით, მიმდინარე წელს იგეგმება ძეხვეულის, ნაგეთსების და სხვა პროდუქციის წარმოება.

გარდა ამისა, „ჩირინა“ აზერბაიჯანსა და სომხეთში უფრო აქტიურ ოპერირებას აანონსებს. საკითხზე რევაზ ვაშაკიძემ BMGTV-ის ეთერში, გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„ჩვენ წელს დავამთავრეთ საინვესტიციო პროექტი, 24 ათასი ტონა ქათმის წარმოების. რაც მთავარია ჩვენი წარმოება არის უნარჩენო. ჩვენ ავაშენეთ ხორცის გადამმუშავებელი საწარმო და წარმოების გაფართოების მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს. ეს ეხება ძეხვეულის, ნაგეთსების და სხვა ბევრი პროდუქციის წარმოებას.

შემდეგი ორი-სამი წელი გვინდა გავყიდოთ ჩვენი პროდუქცია ბაზარზე, რაც გაზრდის ჩვენი კომპანიის რენტაბელობას და აგრეთვე, სომხეთში უფრო მეტად შევალთ, ისევე როგორც აზერბაიჯანში. ჩვენ გვინდა ეს პროდუქტი გავიტანოთ უკვე არა ევროკავშირში, არამედ აზიაშიც. საექსპორტო მიმართულებით დღემდე ვმუშაობთ და საკმაოდ დიდი რაოდენობით ქათმის ხორცს ვყიდით სომხეთში და აზერბაიჯანში. გარდა ამისა, ჩვენ დავამატეთ საინკუბაციო კვერცხის გაყიდვაც. 3-წლიანი ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული აზერბაიჯანულ კომპანიასთან და ყოველკვირეულად ვგზავნით კვერცხს“, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

„საქმიან დილაში“ რევაზ ვაშაკიძე „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელთან ერთად იმყოფებოდა. როგორც "საქართველოს ბანკის" კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა განაცხადა, ბანკი ყოველთვის მოხარულია და მზად არის, „ჩირინას“ მსგავს ლიდერ კომპანიებს დაეხმაროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები