მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საცხოვრებელი კომპლექსი დედაქალაქში ყველაზე დიდი გამწვანებით -„მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა დაიწყო

დეველოპერულმა კომპანია მეტროპოლმა ქავთარაძეზე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის ადგილას, შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსული კომპანიის ხელმძღვანელებმა მცხოვრებლებთან ერთად ჩადეს, რომელსაც მათი ხელმოწერა ახლავს თან. „მეტროპოლ ქავთარაძის“ მასშტაბური პროექტი, ჯამურად, 16 490 მ2 ფართობს მოიცავს და დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარეკრეაციო ზონით გამოირჩევა. კომპლექსის მშენებლობის დასრულება 2026 წლისათვის არის განსაზღვრული, შედეგად თბილისს ახალი საცხოვრებელი სივრცე შეემატება ერთი ჰექტარი გამწვანებული ტერიტორიით. ორი 25-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლებისათვის მოეწყობა სპორტული მოედნები, სკვერები და საფეხმავლო ბილიკები. გათვალისწინებულია სოციალიზაციის სხვა სივრცეებიც, მათ შორის საბავშვო ბაღი. ქავთარაძის მშენებლობაზე „მეტროპოლი“ 400-მდე ადამიანს დაასაქმებს. ჯამურად, პროექტის ფარგლებში, ბიუჯეტში 20 მილიონ ლარზე მეტი დაგენერირდება.

სტუმარი: მამუკა იმედაშვილი -"მეტროპოლის" გენერალური დირექტორის მოადგილე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები