დეველოპერულმა კომპანია მეტროპოლმა ქავთარაძეზე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტი ჯამურად, 16 490 მ2 ფართობს მოიცავს და დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარეკრეაციო ზონით იქნება გამორჩეული. კომპლექსის მშენებლობის დასრულება 2026 წლისათვის არის განსაზღვრული, შედეგად თბილისს ერთი ჰექტარი გამწვანებული ტერიტორიით ახალი საცხოვრებელი სივრცე შეემატება. ორი 25-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლებისათვის სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობაა გათვალისწინებული.
სტუმარი: მამუკა იმედაშვილი -"მეტროპოლის" გენერალური დირექტორის მოადგილე;