სამშენებლო კომპანიებისთვის საცხოვრებელი კორპუსების რეგიონებში მშენებლობა ნაკლებად მიმზიდველია. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ თბილისისა და ბათუმის გარდა, სხვა დიდ თუ პატარა ქალაქებში მოთხოვნა ნაკლებია, რაც კომპანიებს კორპუსების აშენების სტიმულს არ აძლევს. კერძო სექტორში მთავარ გამოსავლად დეცენტრალიზაციას და რეგიონების ეკონომიკურად განვითარებას მიიჩნევენ. რამდენად დიდია ქალაქებს შორის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის დისბალანსი და აქვს თუ არა თბილისს კიდევ უფრო მეტი მრავალბინიანი საცხოვრებლის მშენებლობის შესაძლებლობა?