მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საწვავი 5-8 თეთრით გაძვირდა- როგორია მოლოდინები?

საქართველოში საწვავი გაძვირდა. ბოლო დღეების განმავლობაში მსხვილ ბენზინგასამართ სადგურებზე ფასები 5-8 თეთრით დაკორექტირდა. შედეგად, რამდენიმე თვიანი სტაბილური ფასების შემდეგ, კომპანიების ნაწილში ევრო რეგულარის ტიპის საწვავის ფასმა 3 ლარსა და 5 თეთრს მიაღწია, ხოლო სუპერის ღირებულებამ 3 ლარს და 63 თეთრს. ბოლოდროინდელ გაძვირებას ნავთოიმპორტიორ კომპანიებში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდას და ასევე ლარის გაუფასურებას უკავშირებენ. კომპანიების ნაწილში არ გამორიცხავენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე საწვავის გაძვირების ტენდენცია გაგრძელდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები