საწვავის ადგილობრივი ფასები ისტორიულ მაქსიმუმზეა - ბოლო ერთ თვეში ქვეყანაში მოქმედ ბრენდირებული გასამართი სადგურების ქსელებში სხვადასხვა ტიპის საწვავი 19-დან 50 თეთრამდე გაძვირდა. ფასების კორექცია კი საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის გაძვირების პარალელურად ხდება. სამშაბათის ვაჭრობაზე, ბრენტის მარკის ნავთობის ფასი კი 105 დოლარს აღწევს. გაძვირებული საწვავის გარდაუვალი გვერდითი ეფექტი - სამომხმარებლო ფასებზე ზეწოლაა. მწარმოებლები და დისტრიბუტორები გაზრდილ ხარჯებზე მიუთითებენ. გაძვირებული ხარჯებით უწევთ ოპერირება ფერმერებსაც. აისახა თუ არა ეს ხარჯები დახლებზე პროდუქციის ფასებში, როგორია საწვავის ფასების გავლენა ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე და გაძვირება თუ არა კიდევ საწვავი?






























