გლობალურ ბაზარზე ნავთობის გაძვირების პარალელურად საქართველოში გასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს. გასულ კვირაში ე.წ. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის გაძვირების შემდეგ, ფასები მიმდინარე კვირაშიც გაიზარდა.
საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.
რა ღირს საწვავი სხვადასხვა ქსელში:
Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში ბენზინის გარკვეული სახეობების ღირებულება ბოლოს 8 სექტემბერს გაიზარდა და დღეისთვის ამ კონკრეტული ბრენდის ქსელში საწვავის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:
ნანო სუპერი - ₾3.70
ნანო პრემიუმი - ₾3.03
ნანო ევრო რეგულარი - ₾2.82, ზრდა - 4 თეთრი;
ევრო 5 დიზელი - ₾3.04, ზრდა - 4 თეთრი;
ნანო ევრო 5 დიზელი - ₾3.08, ზრდა - 3 თეთრი;
LPG – ₾1.80
CNG ბუნებრივი აირი - ₾1.60
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასები ბოლოს 12 სექტემბერს შეიცვალა და მომხმარებელს საწვავის ჩასხმა ამ ბრენდის სადგურებზე შემდეგ ფასად შეუძლია:
ეკო სუპერი - ₾3.68;
ეკო პრემიუმი - ₾3.08;
ეკო დიზელი - ₾3.19, გაძვირდა 2 თეთრით;
ევრო დიზელი - ₾3.14, გაძვირდა 2 თეთრით;
ევრო რეგულარი - ₾2.84, გაძვირდა 2 თეთრით;
დიზელ ენერჯი - ₾3.09, გაძვირდა 2 თეთრით;
ვისოლ გაზი - 1.64
Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულების ბოლო ცვლილება 12 სექტემბერს ფიქსირდება. შედეგად საწვავის ფასები სადგურებზე შემდეგია:
G-Force სუპერი - ₾3.79, გაძვირდა 10 თეთრით;
G-Force პრემიუმი - ₾3.19, გაძვირდა 10 თეთრით;
G-Force ევრო რეგულარი - ₾2.99, გაძვირდა 10 თეთრით;
ევრო-რეგულარი - ₾2.89 ლარი, გაძვირდა 10 თეთრით;
G-Force ევრო დიზელი - ₾3.25, გაძვირდა 10 თეთრით;
ევრო დიზელი - ₾3.15, გაძვირდა 10 თეთრით.
უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის, Rompetrol-ის და Portal-ის შემთხვევაში კი გამოქვეყნებული ინფორმაცია დაკვირვების შესაძლებლობას არ იძლევა.